ალექსანდრე მოსტოვოი - რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოები ქართველი მცველები არიან
„რკინის კაცი დაიმტვრა – რუსეთის ნაკრები და „სპარტაკი“ ჯიქიას გარეშე დარჩნენ“ – ასე გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი იგორ რაბინერი წარმოშობით ქართველი მცველის ამბავს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „სპარტაკმა“ სეზონისთვის მზადება უმძიმესი დანაკლისით დაიწყო – გიორგი ჯიქია „შანხაი შანგანთან“ დუბაიში გამართულ საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა. დიაგნოზი დადასტურდა – რუსეთის ნაკრების 23 წლის ქართველ მცველს ჯვარედინი იოგები დაუწყდა და ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება, მინიმუმ, 6 თვე მაინც. გამომდინარე აქედან, ჯიქია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც რუსეთში ივნისში დაიწყება.
ამ სამწუხარო ამბავზე რუსეთის ნაკრებისა და ესპანური გუნდის, ვიგოს „სელტას“ ყოფილმა კაპიტანმა, ალექსანდრ მოსტოვოიმ საინტერესო შეფასება გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ დღეს რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევარში ორი საუკეთესო ცენტრალური მცველი გვყავდა და ორივე ქართველია – გიორგი ჯიქია და საბა კვირკველია“, – ამბობს მოსტოვოი.