აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტი გაიმართება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტი გაიმართება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის სამიტს“ დაესწრებიან უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის პრეზიდენტები, მოლდოვის პრემიერ- მინისტრი.
ევროკავშირის ოფიციალური მიწვევის მიუხედავად, ბრიუსელში ჩასვლაზე უარი განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ბრიუსელში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ჩავა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.