აფრიკაში, ბურკინა-ფასოში ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ.
France Presse-ის ინფორმაციით, თავდასმხმელი ფრანგი სამხედროების კოლონას მოტოციკლით მიუახლოვდა და მათი მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.
აფეთქების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმა ბურკინა-ფასოში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ორი საათით ადრე მოხდა.
ფრანგი სამხედროები რეგიონში ოპერაცია „ბარჰანის“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს. ამ ოპერაციის მიზანი ჯიჰადისტების განადგურებაა.
საფრანგეთის პრეზიდენტი აფრიკული ტურნეს ფარგლებში კოტდიუარსა და განაშიც ჩავა.