მედიის ინფორმაციით, ბურკინა ფასოს რამდენიმე სოფელზე შეიარაღებულ თავდასხმებს სულ მცირე 43 მოქალაქე ემსხვერპლა
მედიის ინფორმაციით, ბურკინა ფასოს რამდენიმე სოფელზე შეიარაღებულ თავდასხმებს სულ მცირე 43 მოქალაქე ემსხვერპლა

ბურკინა ფასოს რამდენიმე სოფელზე შეიარაღებული თავდასხმების სერიას სულ მცირე 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ინფორმაციას „რეიტერი“ (Reuters) ავრცელებს.

აღნიშნულ სოფლებში ფულანის მწყემსები არიან დასახლებული, რომელთაც დაპირისპირება აქვთ მეზობელ რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებთან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ამავე რეგიონში აქტიურად მოქმედებენ „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მოკავშირე ჯიჰადისტური დაჯგუფებებიც.