ბურკინა ფასოში ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმისას 24 ადამიანი მოკლეს
ბურკინა ფასოში ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმისას 24 ადამიანი მოკლეს

ბურკინა ფასოში პროტესტანტულ ეკლესიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას 24 ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილთა შორის არის პასტორიც.

როგორც სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იაგას პროვინციის ქალაქ პანსიში განხორციელდა და მასში 20-მდე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. მოკლულთა შორის როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები არიან. თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს.

ბურკინა ფასოში ბოლო პერიოდში თავდასხმები გახშირდა. გასულ კვირას იაგას პროვინციაში ერთი პასტორი მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს. გასულ წელს ქვეყანაში თავდასხმებს 1300-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რაც წინა წელთან შედარებით შვიდჯერ მეტია.