ბურკინა-ფასოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა

22:12, 24.10.2022

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა ბურკინა-ფასოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯიბოს დასახლებასთან მოხდა.

სამხედრო ბაზას „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლების ჯგუფი დაესხა თავს.

ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია 18 თავდამსხმელიც.

მსგავსი