ბურკინა ფასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა
ბურკინა ფასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა ფასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

ბურკინა ფასოს ჩრდილოეთით მდებარე სოფელ სოლჰანში, რომელიც ნიგერის საზღვართან მდებარეობს, შეიარაღებულმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანია მოკლული. გარდა ამისა, შეირაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი მოუკიდეს მაღაზიებს და სახლებს.

მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში.

ქვეყანაში მოსახლეობაზე თავდასხმები ძირითადად ჯიჰადისტების მიერ ხორციელდება, რომლებიც ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ.