გაერო-ს ინფორმაციით, ბურკინა-ფასოში ივნისში 130 ადამიანის მკვლელობა უმეტესად 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს
გაერო-ს ინფორმაციით, ბურკინა-ფასოში ივნისში 130 ადამიანის მკვლელობა უმეტესად 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს

ბურკინა-ფასოში ივნისის დასაწყისში განხორციელებული მკვლელობები არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-სა და ბურკინა-ფასოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 130 ადამიანის მკვლელობა უმეტესად 12-დან 14 წლამდე ასაკის პირებმა განახორციელეს.

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში ჯიჰადისტების დაჯგუფებამ, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაიდასთან“ არიან კავშირში, 4 ივნისს განახორციელეს თავდასხმა სოფელ სოლჰანზე, რასაც ჯამში 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისლამისტი ექსტრემისტები ჯარისკაც ბავშვებს გასულ წელსაც იყენებდნენ ბრძოლებში, თუმცა მიმდინარე თვეში მომხდარი თავდასხმა ყველაზე გახმაურებელი შემთხვევა იყო.

„იუნისეფმა“ დაგმო არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ბავშვების და მოზარდების ჯარში გაწვევა და განაცხადა, რომ ეს მათ ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

გაერო-ს სამშვიდობოების და საერთაშორისო ძალების ჩარევის მიუხედავად, საჰელის რეგიონიდან ჯიჰადისტების თავდასხმები მალისა და ნიგერშიც გახშირებულია.

„იუნისეფის“ ინფორმაციით, ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1.2 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება მოუწია. ასევე, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, დაიხურა 2 200-ზე მეტი სკოლა, რამაც გავლენა 300 000-ზე მეტ ბავშვზე მოახდინა.

დატოვე კომენტარი