ადვოკატი - თუ „ბადაგონის“ მფლობელი ბოდიშს არ მოიხდის, დავით ბეჟუაშვილი სასამართლოში უჩივლებს
ადვოკატი - თუ „ბადაგონის“ მფლობელი ბოდიშს არ მოიხდის, დავით ბეჟუაშვილი სასამართლოში უჩივლებს

თუ „ბადაგონის“ მფლობელი ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენ სასამართლოში პატივის და ღირსების შელახვისთვის სარჩელს შევიტანთ, – ეს განცხადება ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.

ადვოკატის თქმით, დავით ბეჟუაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს “ბადაგონში” განვითარებულ მოვლენებთან. კორძაძის განცხადებით კომპანია „ბადაგონის“ მფლობელის გიორგი სალაყაიას და ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

არავითარი კავშირი დავით ბეჟუაშვილს “ბადაგონთან”, მის შიგნით მიმდინარე დავასთან, თუ ფინანსური კომისიის შემოსვლასთან არ აქვს. ამასთან, ორშაბათს შევიტანთ სარჩელს სასამართლოში, პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, თუ მანამდე გოგი სალაყაია ბოდიშს არ მოიხდის და არ უარყოფს ბრალდებებს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

“ბადაგონის” დამფუძნებლები კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ.

შპს „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო.