გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს.

„ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს „ბადაგონთან“ და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„ბადაგონის“ დამფუძნებელის  გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს.

მისივე თქმით, კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის.