„ბადაგონის“ მფლობელი - დავით ბეჟუაშვილმა კომპანიის წილის მითვისება დააპირა
„ბადაგონის“ მფლობელი - დავით ბეჟუაშვილმა კომპანიის წილის მითვისება დააპირა

კომპანია „ბადაგონის“ მფლობელმა გიორგი სალაყაიამ დავით ბეჟუაშვილის და კომპანიაში მიმდინარე პროცესებს შორის შესაძლო კავშირზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.

სალაყაიას თქმით, სწორედ დავით ბეჟუაშვილისგან გაიცნეს წლების წინ ვლადიმერ ჯანჯღავა.

„ჯანჯღავას უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის პირობებში ჩვენი ვარაუდით უკავშირდება ბეჟუაშვილი და სთხოვს ამ განცხადების შეტანას, ვინაიდან მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო „ბადაგონი“. ჩვენი ძალებით ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ სავარაუდო კავშირს ამ საქმესთან. ბეჟუაშვილს ცხრა წლის განმავლობაში იმ ყველაზე ავბედით წლებში ჩემი ქვეყნისთვის, გავლენა ჰქონდა, ახორციელებდა ასეთ ოპერაციებს და დღესაც წინა ხელისუფლებიდან გადმოსული ნაშთების მეშვეობით დააპირა „ბადაგონის“ წილის მითვისება”- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.