„ბადაგონი“ საკუთარი წარმოების ხელის სადეზინფექციო ხსნარს სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ეკლესიას გადასცემს
„ბადაგონი“ საკუთარი წარმოების ხელის სადეზინფექციო ხსნარს სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ეკლესიას გადასცემს

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ბადაგონის“ მიერ წარმოებული ხელის სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმებს, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, ეკლესიას და კახეთის რეგიონს. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დროებით ყურძნის სპირტზე დაფუძნებული, 80-პროცენტიანი სპირტით ხელის სადეზინფექციო ხსნარის დამზადება დაიწყო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი შეესაბამება ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.