კომპანია ,,ბადაგონის" მიმართ სასამართლო დავა დასრულდა
კომპანია ,,ბადაგონის" მიმართ სასამართლო დავა დასრულდა

„სიხარულით გაცნობებთ, რომ დავა ბადაგონის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მადლობა ღმერთს, დასრულდა” -ასე მიმართა დღეს კომპანია,, ბადაგონის” ზემო ხოდაშენის საწარმოში შეკრებილ თანამშრომლებს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ. მან  მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ექსკლუზიურ პარტნიორებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ბადაგონის ყველა მხარდამჭერს,

გიორგი სალაყაიამ საქართველოს პრემიერ -მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დადებით როლზეც ისაუბრა.

„არ შეიძლება არ აღვნიშნო თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციისა და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის საქმეში”,- განაცხადა სალაყაიამ და აღნიშნა, რომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს ჭეშმარიტად ქართული საქმის კეთებას.

„გპირდებით, თქვენ ბევრჯერ იამაყებთ ჭეშმარიტად ქართული საქმით, რომელსაც ,,ბადაგონი” ჰქვია”,- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

კომპანია „ბადაგონის” მიმართ სასამართლო დავა მიმდინარე წლის 7 თებერვალს წილების მითვისების მოტივით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.