ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა საკუთარი უდანაშაულობა, რომ უბნიდან არ გასულა და ადგილზე არ ყოფილა
ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა საკუთარი უდანაშაულობა, რომ უბნიდან არ გასულა და ადგილზე არ ყოფილა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამოკითხვის დროს საკუთარი უდანაშაულობა დაადასტურა.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, რათა წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც მთავარი არხი, რომ ამბობდა, რომ ეს იყო „კაწრო“.
ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა მისი უდანაშაულობა, რომ ის იქ არ ყოფილა. ბილანიშვილის ამ საქმეში მიკვრა არის პოლიტიკური ფონი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაპირისპირებულ მხარეში მონაწილეთაგან არავის არ იცნობს.

ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილის ჩვენებას გააცნობენ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადვოკატებს.

„ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ყველა კითხავს გავეცით პასუხი“, – აღნიშნა ადვოკატმა.