ადვოკატთა ჯგუფი აცხადებს, რომ პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების საკითხებს შეისწავლის
ადვოკატთა ჯგუფი აცხადებს, რომ პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების საკითხებს შეისწავლის

ადვოკატების ნაწილი იურიდიული დახმარების ჯგუფს ქმნის. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბრიფინგზე განაცხადა, ჯგუფი პოლიციელების მერ უკანონო დავალებების შესრულების საკითხსა და უფლებამოსილების გადამეტების საკითხებს შეისწავლის.

ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ადვოკატების ჯგუფი აპირებს ასევე შეისწავლოს მოსამართლეების მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებები.

„ჩვენ ვქმნით იურიდიულ ჯგუფს და მოვუწოდებ ყველა იურისტს, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და სტკივა ეს საკითხები, შემოგვიერთდნენ. ბოლო პერიოდში გახშირდა პოლიციის მხრიდან უკანონო დავალებების შესრულება პოლიტიკური მოტივაციით. ეს რიგ შემთხვევაში გამოიხატება დანაშაულებრივი უმოქმედობის დროს, როდესაც პოლიცია არ რეაგირებს მოძალადე ჯგუფების მიერ ოპოზიციურად განწყობილ პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. რიგ შემთხვევებში პოლიციის მხრიდან გამოიხატება აქტიურ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს იქნება მტკიცებულებების ფალსიფიცირება, იარაღის ჩადება თუ პოლიტიკური მოტივით დაკავება. ამ საკითხებს ჩვენ გამოვიძიებთ. თითოეული ფაქტი შეიკვრება ქეისებად და ამას წარვადგენთ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოში, რომელიც ძალიან მალე ეყოლება ამ ქვეყანას. ასევე მივმართავთ ყველა პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ვინც არ არის ჩართული პოლიტიკურ დევნის აღვირახსნილ კამპანიაში, მათ ბოლომდე შეინარჩუნონ კანონიერება და არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები. ჩვენი იურიდიული ჯგუფი იმუშავებს ასევე იმ მოსამართლეების საქმეზე, ვინც შემჩნეულია პოლიტიკური მოტივიაციით მიღებულ გადაწყვეტილებებში და ესეთი მოსამართლები სამწუხაროდ ჩვენ გვყავს. მათი საქმიანობაც აუცილებლად იქნება შესწავლილი“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.