აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ლალი ბერძენიშვილი - დირექტორი არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ნათია კაპანაძეს სწორედ ორგანიზაციულ მართვაში ჰქონდა პრობლემა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი ლალი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ნათია კაპანაძეს ორგანიზაციულ მართვაში ჰქონდა პრობლემები.
„იყო კომუნიკაციის პრობლემა, დირექტორი არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სწორედ ორგანიზაციულ მართვაში იყო პრობლემა. მისი მმართველობის პერიოდში ტელევიზიას შეეძლო უფრო მეტი პროდუქტის შექმნა, თუმცა ეს არ გაკეთდა. გასულ წელს შიდა კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა, დღემდე არ ვიცი, რა ბედი ეწია. ასევე, ხელფასების გადანაწილებაც იყო პრობლემა“, – განაცხადა ტელევიზიის განვითარების მენეჯერმა, ლალი ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.