აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ლალი ბერძენიშვილი – დირექტორი არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ნათია კაპანაძეს სწორედ ორგანიზაციულ მართვაში ჰქონდა პრობლემა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მენეჯერი ლალი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ნათია კაპანაძეს ორგანიზაციულ მართვაში ჰქონდა პრობლემები.
„იყო კომუნიკაციის პრობლემა, დირექტორი არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სწორედ ორგანიზაციულ მართვაში იყო პრობლემა. მისი მმართველობის პერიოდში ტელევიზიას შეეძლო უფრო მეტი პროდუქტის შექმნა, თუმცა ეს არ გაკეთდა. გასულ წელს შიდა კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა, დღემდე არ ვიცი, რა ბედი ეწია. ასევე, ხელფასების გადანაწილებაც იყო პრობლემა“, – განაცხადა ტელევიზიის განვითარების მენეჯერმა, ლალი ბერძენიშვილმა.