აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს.

მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ტატიშვილის კანდიდატურას სამმა დაუჭირა მხარი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. ვლადიმერ ტატიშვილი მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.