აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ხუთი პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ხუთი პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილია ორი ქალი და სამი მამაკაცი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს: „70 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა; 78 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება; 57 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია; 73 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; 68 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა“.

ამასთან, რეგიონში დღეისთვის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია ხუთი პაციენტი, ისინი მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.