ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე ზვავის გამო მოძრაობა შეწყვეტილია
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე ზვავის გამო მოძრაობა შეწყვეტილია

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა შეწყვეტილია, შექმნილია რამდენიმეკილომეტრიანი საცობი. გზის გადაკეტვა ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

„იშვიათად ხანგრძლივი და ძლიერი წვიმაა, ამდენი მეწყერი ერთდროულად პრაქტიკულად არასდროს ყოფილა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ხუთ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი, მობილიზებულია ყველა სამსახური, ცენტრალური გზის გაწმენდის შემდეგ საშუალება გვექნება, გავიდეთ სოფლებში“, – განაცხადა ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ.

სტიქიას დღეს ხულოსა და ქედაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.