საქართველოში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

11:00, 13.10.2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867​​-ს შეადგენს.

მსგავსი