აბაშის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოს თემში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარე ცხენისწყლის ადიდებისას საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე არსებობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. ამ დროისთვის, ქვანაყარი ბერმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 864 200 ლარია