აბაშაში, რიონში რვა წლის ბიჭს ეძებენ
აბაშაში, რიონში რვა წლის ბიჭს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში რვა წლის ბიჭს უკვე სამ საათზე მეტია, ეძებენ.

სამძებრო ოპერაციაში ადგილობრივები და მაშველები მონაწილეობენ.

აბაშის მერიაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 18:00 საათზე მდინარე რიონის სანაპიროზე მოთამაშე ოთხი არასრულწლოვანი მდინარემ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, მეთევზეებმა სამის გადარჩენა მოახერხეს, მეოთხე ბიჭი კი, მდინარემ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ორი სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.