აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა და დეპუტატის მანდატი დატოვა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა და დეპუტატის მანდატი დატოვა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ დატოვა თანამდებობაც და საკრებულოს წევრის მანდატი.

როგორც ლევან მაკალათია საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მან დატოვა საკრებულო თუმცა რჩება ქართული ოცნების წევრად და მხარდამჭერად.

„ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, – აცხადებს მაკალათია.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 3 დეკემბერს აირჩიეს.

დატოვე კომენტარი