აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

18:02, 24.08.2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში ახალგაზრდა მამაკაცი ბასრი საგნით დაჭრეს.

დაჭრილს სენაკის კლინიკა „არქიმედეში“ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი