აბაშის ორ სოფელში, მარანსა და ტყვირში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს

16:09, 08.04.2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარანსა და ტყვირში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.

დღეს 200-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 30 შემთხვევაში პასუხი დადებითია.

ეპიდემიოლოგთა ჯგუფებთან ერთად, თერმოსკრინინგის ჩატარების პროცესში სამართალდამცავებიც მონაწილეობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების ჩაკეტვაზე ჯერ საუბარი არ არის.

მსგავსი