აბაშის ორ სოფელში, მარანსა და ტყვირში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარანსა და ტყვირში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.
დღეს 200-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 30 შემთხვევაში პასუხი დადებითია.
ეპიდემიოლოგთა ჯგუფებთან ერთად, თერმოსკრინინგის ჩატარების პროცესში სამართალდამცავებიც მონაწილეობენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების ჩაკეტვაზე ჯერ საუბარი არ არის.