სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, 30 პაციენტზე გათვლილი კიდევ ერთი კოვიდკლინიკა გაიხსნა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.
ახალი კოვიდკლინიკა აბაშაში გაიხსნა.
„მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა საწოლების რაოდენობის გაზრდის მხრივ“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისი თქმით, რეგიონის კოვიდკლინიკებში 280 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტი ჩატარება შეუძლიათ 30 ლოკაციაზე. ლოკაციების რაოდენობა ორშაბათიდან კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი დაწესებულებების რესურსები და მიმდინარეობს სწრაფი ტესტირებები.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსის 434 ახალი შემთხვევა, ასევე, სამწუხაროდ არის ორი გარდაცვლილი. კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 280 პაციენტი, მათგან 20-ის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო 60 პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.