მალხაზ თორიამ და გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოინახულეს
მალხაზ თორიამ და გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოინახულეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს.

მალხაზ თორიას განცხადებით, საბედნიეროდ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ნაწილი ჯერ კიდევ დეკემბერში დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებლით, იმ ოჯახს კი, რომლის სახლიც დღეს ჩამოინგრა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის შეძენა სურდა.

„ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილები ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინაში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგელვში სახლის შეძენა სურდა. ამაზეც თანხმობა ჰქონდათ მათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.