ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული ხუთი ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 15:00 საათისთვის ცხედრებს ტაძრიდან გამოასვენებენ.
ტაძარში დღეს პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა მან მისვლა ვერ მოახერხა. პანაშვიდს ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი იხდის.
დღეს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობას დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
24 ნოემბერს „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.