ბათუმში, „ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
ბათუმში, „ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული ხუთი ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 15:00 საათისთვის ცხედრებს ტაძრიდან გამოასვენებენ.

ტაძარში დღეს პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა მან მისვლა ვერ მოახერხა. პანაშვიდს ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი იხდის.

დღეს ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობას დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

24 ნოემბერს „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.