პიანისტი დავით ალადაშვილი 4 აპრილს კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს. კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მუსიკალურ საღამოში დავით ალადაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ირინე შერაზადიშვილი და ირაკლი ესტაფიშვილი. ასევე, კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები.
კონცერტი კონსერვატორიაში 20:00 საათზე დაიწყება.