სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე გახდა
სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე გახდა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად ნანა შარიქაძე აირჩიეს.

სულ ოთხი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, ნანა შარიქაძე, ირაკლი ცინცაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჩხეიძე.

კანდიდატების პროგრამების მოსმენა დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამის მოსმენასა და ხმის დათვლის პროცედურას რეგისტრირებული დამკვირვებლები, მათ შორის კონსერვატორიის თვითმმართველობიდან სტუდენტები დაესწრნენ.