26 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით ჰეიდარ ალიევის ფონდმა და აზერბაიჯანის საელჩომ თბილისში ერთობლივი ღონისძიებები გამართეს
26 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით ჰეიდარ ალიევის ფონდმა და აზერბაიჯანის საელჩომ თბილისში ერთობლივი ღონისძიებები გამართეს. მოვლენების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა სპეციალური ჟურნალი.
ჟურნალში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდალის ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლა. ჟურნალი დეტალურად იუწყება აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.
აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებოდა და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევიც ესწრებოდა.
ამასთან, ელჩ ფაიგ გულიევის მონაწილეობით ჰეიდარ ალიევის ფონდმა და საელჩომ 26 თებერვალს მარნეულში 1992 წელს მომხდარი მოვლენების მონაწილე ოჯახის წევრებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.