საქართველოში ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი ჩატარდება
საქართველოში ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი ჩატარდება

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და SOCAR Georgia- ს მხარდაჭერით, გაიმართება ჭადრაკის ტურნირი საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლისთავს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

„8-14 და 14-35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ ამ ტურნირში, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 2021 წლის 9 მაისამდე საელჩოს მისამართზე [email protected] წერილობით ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: + 995-577-60-60-06. ჰეიდარ ალიევის სახელობის ჭადრაკის ტურნირი დაიწყება 10 მაისს, 10:00 საათიდან საქართველოში მდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4)“, – აცხადებენ საელჩოში.

ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ცნობით, ტურნირის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პირველ სამ ადგილს დაიკავებენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში, დააჯილდოებს საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი. ტურნირი გაიმართება მსაჯთა ზედამხედველობით შვეიცარიის საჭადრაკო სისტემის წესების შესაბამისად.