აზერბაიჯანის საელჩოში ყარაბაღის 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსენების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
აზერბაიჯანის საელჩოში ყარაბაღის 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსენების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ყარაბაღის 44-დღიან ომში დაღუპულთა ხსენების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ომის დროს აზერბაიჯანული მხარის მოქმედებები სრულად ჯდებოდა საერთაშორისოდ აღიარებული და დაშვებული ზომების ფარგლებში.

ელდარ ბაირამოვმა სოხუმის დაცემის დღეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტკივილი აზერბაიჯანისთვის ნაცნობია. მან სოხუმიდან გამოძევებულ მოქალაქეებს მშობლიურ ქალაქში მალე დაბრუნება უსურვა.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები, ქართული მედიისა და და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.