საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო 20 იანვრისა და 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ნახატებისა და ესეების კონკურსს აცხადებს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო 20 იანვრისა და 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ნახატებისა და ესეების კონკურსს აცხადებს

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო 20 იანვრისა და 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ნახატებისა და ესეების კონკურსს აცხადებს. როგორც საელჩოში აღნიშნავენ, დასახელებულ თემაზე ყველაზე შემოქმედებითი ნამუშევრების პირველ სამეულზე გასულ მფლობელებს საელჩო დააჯილდოებს.

საელჩოს ცნობით, კონკურსის შედეგები 18 იანვარს გამოცხადდება.

„პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო  აცხადებს ნახატების და ესეების კონკურსს 20 იანვრისა და 9 აპრილის მოვლენების მომდევნო წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გამოვლინებაა. ამ თემაზე ყველაზე შემოქმედებითი ნამუშევრების მფლობელი 15 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ორივე ნომინაციაში საელჩოს მხრიდან დაჯილდოვდებიან (პირველ სამეულზე გასულები).

კონკურსის შედეგები 2021 წლის 18 იანვარს გამოცხადდება. კონკურსის შედეგების მიხედვით, პირველ სამეულზე გასული საქართველოს მოქალაქეები თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში ელჩი ფაიგ გულიევისა და საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მხრიდან დაჯილდოვდებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე პირებმა ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრები საელჩოში უნდა წარადგინონ (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4 ), ასევე აზერბაიჯანულ ან ქართულ ენაზე დაწერილი ესეების ავტორებმა 2021 წლის 17 იანვრამდე თავიანთი ნაშრომები საელჩოს შემდეგ  მისამართზე გააგზავნონ [email protected]

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საელჩოს ნომერზე (+995 32) 224-30-04.

 

დატოვე კომენტარი