დმანისში მომხდარ ინციდენტზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
დმანისში მომხდარ ინციდენტზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

დმანისში 16 მაისს მომხდარ ინციდენტზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„საელჩომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება 16 მაისს დმანისში და მის გარშემო მომხდარ შეტაკებაზე. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. მომხდართან დაკავშირებით ხორციელდება აუცილებელი ზომები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თემასთან დაკავშირებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკური დაპირისპირების იერსახის მიცემა და მისი აღწერა, როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. საელჩო მოუწოდებს თავის თანამემამულეებს აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა. ინციდენტი უნდა შეფასდეს იურიდიულ დონეზე.

ამ უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო განაგრძობს რეგულარულ კონტაქტებს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან. ძვირფასო თანამემამულეებო, თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ვიზუალური გამოვლინება. საელჩო ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და გამოხატავს ნდობას თქვენი სიბრძნისადმი“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.