ჯეიჰუნ ბაირამოვი ილია დარჩიაშვილს ლონდონში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მადლობას უხდის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, ლონდონში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
„მადლობა ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს, რადიკალების მიერ ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრისას გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი „ტვიტერში“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე რადიკალური რელიგიური ჯგუფის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.
Thankful to colleague from #Georgia @iliadarch for expressing solidarity and support over phone conversation on the unprecedented attack by radicals to the Embassy of #Azerbaijan in London. pic.twitter.com/9PywvhD4Yh
— Jeyhun Bayramov (@bayramov_jeyhun) August 6, 2022