26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო დაზარალებულებს დაკითხავს
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დაზარალებულების ჩვენებებით გაგრძელდება.
სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეებს, აქციაზე დაშავებულებს დაკითხავენ. დაზარალებულები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ, ასევე მიიღეს თუ არა მათ რაიმე სახის დაზიანება. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ორი დაზარალებულის დაკითხვა.
საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.