ირაკლი სესიაშვილი - 2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში
ირაკლი სესიაშვილი - 2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში

2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღემდე არ გაუთავისებია რამხელა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ის მძიმე სურათი, რაც პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ მომიტინგეები სასტიკად დაარბია, რუსთაველის ქუჩა სისხლში მოსვარა, იყო ძალიან მძიმე საყურებელი თითოეული ჩვენგანისთვის.

„ეს იყო რეალურად უკვე იმ ხელისუფლების პირდაპირი სახე და პირდაპირ ეთერში ამის დემონსტრირება თითოეული ჩვენგანისთვის, რაც მიმართული იყო პირველ რიგში სწორედ ამ ყველაფრისთვის. ამ ძალადობის მიზანი იყო პოლიტიკური დაშინება თითოეული მოქალაქის, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო კიდევ ამ ყველაფერთან ერთად ის არის, რომ ადამიანებმა, იმ ხელისუფლებამ, ვინც ეს ჩაიდინა, დღემდე ელემენტარულად ბოდიში არ მოუხდია და არ გაუთავისებია თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი