აფხაზეთიდან ჩამოსვენებული 20 გმირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხუთი მათგანი კი – სხვადასხვა სასაფლაოზე.
აფხაზეთში დაღუპული 25 გმირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ შორის იყო სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე – უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარდგენილია ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
დაკრძალვამდე გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. სოხუმიდან გადმოსვენებულთასულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.