აღდგომის დღესასწაული საქართველოში [ფოტო]
აღდგომის დღესასწაული საქართველოში [ფოტო]

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ტაძარში ჩვეული ხალხმრავლობა არ იყო.

ტრადიციულად, სამების ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან, ქრისტეს აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი. მრევლს კი, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს მარნეულშიც, რომელიც კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩაკეტილი ზონაა.