წმინდა ცეცხლი საქართველოშია [ფოტო]
წმინდა ცეცხლი საქართველოშია [ფოტო]

იერუსალიმიდან სპეცრეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი უკვე თბილისშია. ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი წელს მრევლის გარეშე შესრულდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ მისცეს. მათ ცეცხლი თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.