25 გმირის დაკრძალვა - ფოტოამბავი
25 გმირის დაკრძალვა - ფოტოამბავი

აფხაზეთიდან ჩამოსვენებული 20 გმირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხუთი მათგანი კი – სხვადასხვა სასაფლაოზე.

აფხაზეთში დაღუპული 25 გმირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ შორის იყო სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე – უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარდგენილია ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. 

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

დაკრძალვამდე გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. სოხუმიდან გადმოსვენებულთასულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.