მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის - ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან. უკვე მისულია მრევლი, რომელიც კომენდანტის საათის დასრულებამდე ტაძარში დარჩება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის წესებს იცავენ.

სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.