სამების საკათედრო ტაძარში ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
სამების საკათედრო ტაძარში ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი ილია მეორის კურთხევით, მეუფე შიომ აღავლინა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხად.

„დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.

გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ“,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

 

დატოვე კომენტარი