2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯები 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯები 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს 1.1 მილიარდი ლარით 19.5 მილიარდ ლარამდე ზრდის. 2021 წლის ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზად ხელისუფლებაში ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ.

„წარმოდგენილი ცვლილებით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, წარმოდგენილი ცვლილებებით გაუმჯობესებულია ძირითადი ფისკალური პარამეტრებიც. კერძოდ, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ის 6,9 პროცენტამდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 54,6 პროცენტამდე“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა კრიტიკულ 60პროცენტიან ზღვარს ჩამოსცდება.

„2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალისთვის დადგენილი ზღვრული მოცულობა აღარ აჭარბებს კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს და მშპ-ის 54.6%-ია, მათ შორის მთავრობის ვალი შეადგენს 53.9%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.