ცვლილებების მიხედვით, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს ბრალდებულისთვის, არაუმეტეს 90 დღის ვადით, პაემნის, სატელეფონო საუბრის ან მიმოწერის შეზღუდვის შუამდგომლობით მიმართოს
ცვლილებების მიხედვით, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს ბრალდებულისთვის, არაუმეტეს 90 დღის ვადით, პაემნის, სატელეფონო საუბრის ან მიმოწერის შეზღუდვის შუამდგომლობით მიმართოს

პროკურორი უფლებამოსილი იქნება, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიმართ, არაუმეტეს 90 დღის ვადით, პაემნის, სატელეფონო საუბრის ან მიმოწერის შეზღუდვის შუამდგომლობით მიმართოს.

ცვლილებების მიხედვით, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეზღუდვის მოქმედების ვადის ყოველი გაგრძელება დასაშვები იქნება არაუმეტეს 90 დღით.

ამასთან, ცვლილებებით, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი პროკურორს უფლება ექნება, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე.

ცვლილებებით, დადგენილების გამოტანიდან 24-საათის განმავლობაში პროკურორმა სასამართლოს უნდა შეატყობინოს და წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას ასაბუთებს. სასამართლო განჩინებას აღსასრულებლად დაუყოვნებლივ სპეციალურ პენიტენციური სამსახურს გადასცემს.

შესაბამისი ცვლილების მომზადება საკანონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კანონპროექტში განმარტებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „პატიმრობის კოდექსის“ 77-ე მუხლის („ბრალდებულის პაემანი“) პირველი ნაწილი გააუქმა, რომლის თანახმად, ბრალდებული ერთი თვის განმავლობაში არა უმეტეს ოთხი ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობს და აღნიშნული უფლება შეიძლება, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეიზღუდოს.