რიგაში საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ – 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თავიდან საქართველოს ნაკრები 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ლევან ბაჯელიძის გუნდმა შეხვედრის ბედის შემოტრიალება მოახერხა: 54-ე წუთზე ნათია წოწერიამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 74-ე წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ წონასწორობა აღადგინა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.
ლატვია – საქართველო 2:2
საქართველო: გაბუნია, ნარსია, რაუხი, ჯოჯუა, კალანდაძე, ეჯიბია, ხანდაზიანი, წულაია, კენჭოშვილი, ეპიტაშვილი, წოწერია
სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, ჯანიკაშვილი, ბოლქვაძე, მინაძე, ქადაგიშვილი, გაბედავა, გუჯაბიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ლატვიას მეორედაც შეხვდება – მომდევნო ამხანაგური მატჩი 9 სექტემბერს გაიმართება.